“ᲜᲝᲡᲢᲔᲡ” ᲡᲐᲬᲐᲠᲛᲝ
2020 წელს ქართული ხორცპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლისთვის მასშტაბური სამუშაოები შევასრულეთ..
კომპანია “ნოსტეს” დაკვეთით განხორციელდა მზიდი ლითონკონსტრუქციების მონტაჟი და სენდვიჩ პანელებით მოპირკეთება. ასევე, მოეწყო წყალმიმღები სისტემა.
“ნოსტეს” საწარმო კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც 300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. საწარმოს მშენებლობისა და ფუნქციონირების თითოეულ ეტაპზე გათვალისწინებულია ობიექტის თანხვედრა HACCP-ის სტანდარტებთან. “ნოსტეს” მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს.
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ
2020 წელი
ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
“ნოსტე”
ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘ
- მზიდი ლითონკონსტრუქციების მონტაჟი;
- სენდვიჩ პანელებით მოპირკეთება;
- წყალმიმღები სისტემის მოწყობა;