ლითონის ცეცხლგამძლე და ანტიკოროზული საღებავით დამუშავება ხელს უწყობს ლითონის კონსტრუქციების ხარისხისა და გამძლეობის გაზრდას. ძირითადად გამოიყენება ისეთი შენობა ნაგებობებისთვის, რომელსაც სჭირდება თერმულად დამუშავებული მასალების გამოყენება. ეს საფარი იცავს შენობებს, აღჭურვილობასა და სხვა ნაკეთობებს  ხანძრისგან, რაც მნიშვნელოვან ფაქტორია სამრეწველო და კომერციული პროექტებისთვის.