ბეტონის ნაგებობების სიმყარეს მასში ჩასამაგრებელი დეტალები უზუნველყოფს. ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალიზებულ ლითონის კომპონენტებს, რომლებიც გამიზნულია ბეტონის კონსტრუქციებში ჩასამაგრებლად. ეს დეტალები უზრუნველყოფს სტრუქტურულ მთლიანობას და გადამწყვეტია სამშენებლო პროექტებისთვის. განსაკუთრებით აქტიურად მას ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში იყენებენ, უფრო კონკრეტულად კი ხიდების, შენობების გადახურვისა და ფორმირების პროცესში.
ასევე, ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის თუნუქის აქსესუარებს, რომლებიც მორგებულია თქვენი პროექტის საჭიროებებზე. მაქსიმალური სიზუსტით შექმნილი თუნუქის აქსესუარებში შედის: სახურავები, სახურავის აქსესუარები, წყალსადენი მილები, ვენტილაცია და ა.შ.